100 ყველაზე

Biblegateway-ს მიერ შექმნილი 100 ყველაზე კითხვადი ბიბლიის მუხლები.

1. იოანე 3:16: რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნე სიცოცხლე.

2. იერ 29:11: რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა  მოგცეთ მომავალი და იმედი.

3. რომ 8:28: ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

4. ფილიპ 4:13: ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

5. დაბად 1:1: თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

6. იგავ 3:5: ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას.

7. იგავ 3:6: შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.

8. რომ 12:2: და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

9. ფილ 4:6: არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლობით აუწყეთ თქვენი სათხოვარნი ღმერთს.

10. მათე 28:19: ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

11. ეფეს 2:8: და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;

12. გალატ 5:22: ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, სარწმუნოება, უშფოთველობა,

13. რომ 12:11: იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღიგზნეთ. ემსახურეთ უფალს.

14. იოან 10:10: ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ.

15. საქმ 18:10: ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.

16. საქმ 18:9: უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
17. საქმ 18:11: დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს, და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას.

18. გალატ 2:20: ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.

19. 1 იოან 1:9: თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისგან.

20. რომ 3:23: რადგან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.

21. იოან 14:6: ეუბნება მას იესო: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.“

22. მათ 28:20: ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.“

23. რომ 5:8: მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.

24. ფილიპ 4:8: და, ბოლოს ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც სასიყვარულოა, რაც სასახელოა, თუ რამ სათნოებაა და თუ რამ ქებულებაა, იმაზე იფიქრეთ.

25. ფილიპ 4:7: და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.

26. იეს ნავ ძე 1:9: ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.

27. ესაია 40:31: უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.

28. ეფეს 2:9: და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.

29. რომ 6:23: რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნე სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

30. გალატ 5:23: თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

31. ესაია 53:5: მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურებებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისის წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.

32. 1 პეტრ 3:15: წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასოხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედი გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

33. 2 ტიმ 3:16: მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში.

34. ლუკა 6:33: თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ.

35. ებრ 12:2: თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

36. 1 პეტრ 5:7: თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

37. ეფეს 2:10: რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.

38. 1 კორ 10:13: სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.

39. მათე 11:28: მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

40. ებრ 11:1: ხოლო რწმენა არის დაჯერება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.

41. 2 კორ 5:17: ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.

42. ებრ 13:5: ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.

43. 2 კორ 12:9: და მითხრა: ,,გეყოფა ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.” ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

44. რომ 10:9: იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მვდრეთით, გადარჩები.

45. ესაია 41:10: ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.

46. დაბად 1:26: თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

47. მათ. 11:29: იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

48. იოან. 16:33: განსაცდელი გექნება ამ ქვეყნად, მაგრამ გამხევდი: მე ვძლიე წუთისოფელს!

49. საქმ 1:8: არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“

50. 2 ტიმ 1:7: რადგან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

51. ესაია 53:4: ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.

52. 2 კორ 5:21:  ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა ჩვენს გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.

53. რომ 15:13: ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.

54. იოან. 11:25: უთხრა მათ იესომ: ,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე , ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

55. ებრ 11:6:  ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ყოფნა, რადგან ვინც ღმერთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს საზღაურს მიაგებს.

56. იოან 5:24: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნე სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

57. იაკობი 1:2: ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით.

58. ესაია 53:6: ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.

59. საქმ 2:38: ხოლო პეტრემ მათ: ,,მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით თქვენი ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმინდის ნიჭს. რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.

60. ეფეს 3:20: ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია,

61. მათ 11:30: ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“

62. დაბ 1:27: შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

63. კოლოს 3:12: მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

64. ებრ 12:1: ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

65. იაკობ 5:16: აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.

66. საქმ 17:11: ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.

67. ფილ 4:19: ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.

68. იოანე 1:1: დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

69. 1 კორ 6:19: ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

70. 1 იოან 3:16: ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის.

71. ფსალ 132:1: აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

72. იოან 14:27: მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრეთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

73. ებრ 4:12: ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.

74. იოან 15:13: იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.

75. მიქა 6:8: ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

76. რომ 10:17: ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა — ქრისტეს სიტყვისაგან.

77. იოანე 1:12: ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

78. იაკობი 1:12: ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.

79. იაკობი 1:3: რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.

80. რომ 8:38: და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი,

81. რომ 8:39: ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალს ქრისტე იესოში.

82. ებრ 10:25: ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.

83. 2 პეტრ 1:4: რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.

84. ფილიპ 1:6: მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.

85. ფსალ 132:3: ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა – სიცოცხლე უკუნისამდე.

86. ებრ 4:16: მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

87.  ფსალ 36:4: ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.

88. იოანე 3:17: რადგან იმისათვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ.

89. საქმ 4:12: სხვაში არავისშია ხსნა. არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.

90. ესაია 26:3: ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.

91. 1 პეტრ 2:24: რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ.

92. იეს ნავ ძე 1:8: ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.

93. მათ 28:18: და მივიდა იესო, ელაპარაკა და უთხრა: ,,მე მომეცა მთელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე.

94. კოლ 3:23: ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.

95. მათ 22:37: მან უთხრა მას: ,,’შეიყვარე უფალი ღმერთ შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’

96. ფსალ 132:2: როგორც ძვირფასი ზეთი თავზე, წვერებზე რომ ჩამოსწვეთს, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე რომ ჩამოსწვეთს;

97. მათე 5:16: ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

98. ესაია 55:8: რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.

99. ებრ 4:15: რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

100. იოან 13:35: ჩემი მოწაფეები ხომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“

Advertisements

4 thoughts on “100 ყველაზე

კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s