ბიბლიის ლექსიკონი

ეს ლექსიკონი დაგეხმარებათ სიტყვების კარგად გაგებაში. მუხლების მოსაძებნად გამოიყენეთ ეს საიტია: holybible.ge


 

ანტიქრისტე არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჭეშმარიტებას იესოს შესახებ. მან შესაძლოა თავი მოგაჩვენოთ, რომ სწამს და შემდეგ სცადოს კიდეც, გამოსტაცოს ადამიანი იესოს. ბიბლია აგრეთვე გვეუბნება, რომ „ანტიქრისტე“ ზუსტად იესოს დაბრუნებამდე ეცდება, სათავეში ჩაუდგეს მთელ მსოფლიოს იესოსგან განსადგომელად. წაიკითხ. 1იოანეს  2:18,22; 4:3 და 2იოანეს 1:7

თანამოზიარეობა ნიშნავს სხვებთან ერთად დროის გატარებას. ადამიანები ამ შემთხვევაში ერთმანეთს უზიარებენ გრძნობებს, ფიქრებსა და თანაზიარად აკეთებენ ყველაფერს. ჩვეულებრივ, ამ ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები და მეგობრები არიან. იხ. ფილიპელთა 2:1

აღდგომა ნიშნავს სიცოცხლეში დაბრუნებას სიკვდილის შემდეგ. აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ ვზეიმობთ სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ იესოს მღვდრეთით აღდგომას. ყველა მორწმუნე აღსდგება, როცა იესო დაბრუნდება ბოლო დღეს. აღდგომის იმედის შესახებ წაიკითხეთ 1-ლი კორინ.15:12-16

აღსარება, აღიარება ამით ადამიანი აღიარებს, რომ მან რაღაცა არასწორად ჩაიდინა, შეიძლება, ტკივილი მიაყენა ღმერთს ან ადამიანს. ქრისტიანები აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ღვთის წინაშე და ერთმანეთის წინაშე და ითხოვენ პატიებასა და მიტევებას. წაიკითხ. იაკობის 5:16 და 1-ლი იოან. 1:9

გადარჩენა, ხსნა მოკლედ ნიშნავს ცოდვისაგან გადარჩენას. ჩვენ გადარჩენილები ვართ ცოდვის ძალაუფლებისა და სასჯელისაგან (სიკვდილისაგან), რადგან იესო მოკვდა ყევლა ცოდვილის გულისათვის. ხსნა არის საუკუნო სიცოცხლე, ღვთის საჩუქარი. ადამიანები იღებენ ხსნას რწმენით, რომ იესო მოკვდა ცოდვებისაგან ჩვენს გამოსასყიდად და შემდეგ აღდგა. ნახეთ ტიტეს მიმართ 2:11 , 3:4-5

გამოსასყიდი არის საფასური პატიმრობიდან თავის დასახსნელად. ედემში მომხდაის გამო (იხ. დაბადება 3) მიწაზე ყევლა არასოწრად იქცევა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ვართ პატიმრები, მოქცეულნი ცოდვის ძალაუფლებაში, მაგრამ თავისი სიკვდილით იესომ გადაიხადა ცოდვის გამოსასყიდი ჩვენს გასათავისუფლებლად. გამოსასყიდის შესახებ იხ. 1-ლი პეტრე 1:18-20

განკითხვა, მსჯავრი ადამიანის განკითხვა არის განცხადება იმისა, რომ ის დამნაშავეა და სასჯელს იმსახურებს. რადგან ჩვენ ყველანი დავიბადეთ უსამართლო საქმეების (ცოდვის) ჩადენის სურვილით, გვაქვს შეგრძნება დანაშაულისა და ვგრძნობთ, რომ ვართ განკითხულები; მაგრამ რადგან იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, მიიღო სასჯელი ჩვენი ბოროტებისთვის, ღმერთი არ განგვიკითხავს, თუ ვიწამებთ იესოს ჩვენ მხსნელად (მაცხოვრად).  რომაელთა მიმართ 3:7, 5:16 და 8:1

განწმედა ნიშნავს სრულიად გასუფთავებას, ყოველგვარი ჭუჭყის მოშორებას. როცა ჩვენ გვწამს იესოსი, როგორც ჩვენი მხსნელისა, მაშინ ღვთის მიტევება გვწმენდს და ჩვენ ვსუფთავდებით. ებარელთა მიმართ 9:14,23

გულმოწყალება, შეწყალება, წყალობა ნიშნავს დასჯის ნაცვლად მიუტევო იმას, ვინც უსამართლოდ მოგექცა, აგრეთვე სიკეთის გამომჟღავნებას მისდამი, ვისაც ეს არ დაუმსახურებია. ღმერთმა გამოაჩინა მოწყალება ცოდვილთა მიმართ იმით, რომ მან გამოგზავნა იესო, თავისი ძე, რათა მომკვდარიყო ადამიანთა ცოდვებისათვის. წაიკითხეთ 1 ტიმოთე 1:2,13,16 და 2 ტიმოთ. 1:2

დიდება, დიდების შესხმა დიდებით ჩვეულებრივ ღმერთს აღწერენ. დიდების საშუალებით ღმერთი უჩვენებს თავის თავს ადამიანებს. ძველ აღთქმაში ღმერთი თავის დიდებას ავლენს ღრუბლის ან სინათლის სახით. ახალ აღთქმაში როდესაც ფერიცვალების დროს იესო გარდაისახა, მისი ტანსაცმელი სისპეტაკით ბრწყინავდა. ღმერთს დიდებას ვასხამთ ქებით, პატივის მიგებით და თაყვანისცემით. ქრისტიანები ღმერთს აგრეთვე ადიდებენ თავიანთი ცხოვრებით და საუბრით, რაც ხდება საფუძველი სხვებისთვის, კეთილად იფიქრონ ღმერთზე და თაყვანისცენ მას. იხ. ლუკას 2:9,14; 9:26,32 და 22:27.

დევნა, დევნილი დევნით გამოიხატება ულმობელი მოპყრობა იმ ადამიანისადმი, ვინც სხვანაირია ან განსხვავებული რწმენა აქვს. ბევრჯერ ადამიანებს მიაყენეს ტკივილი ან დაცოხეს ღვთისადმი მათი რწმენის გამო. პირველი ქრისტიანები იდევნებოდნენ არაქრისტიან ხელისუფალთაგან. მსოფლიოს ბევრ ნაწილში დღეს არიან რწმენისათვის დევნილი ადამიანები. წაიკითხ. გალატელ. 1:13,23, 4:29, 5:11, და 6:12

ელჩი არის ის, ვინც არჩეულია, რათა ილაპარაკოს და იმოქმედოს ქვეყნის ან მნიშვნელოვანი პიროვნების სახელით. როგორც მორწმუნეები, ჩვენს იესოს ელჩები ვართ, მისი სასიხარული ამბის (სახარების) მოსათხრობად. ჩვენ აგრეთვე ცათა სასუფევლის წარმომადგენლები ვართ. ეს სიტყვა შეგვხვდებათ 2 კორინთ.5:20-ში

თაყვანისცემა, მსახურება, ღვთისმსახურება ვინმეს ან რაიმეს პატივისცემა ყველაფერზე მეტად არის თაყვანისცემა. ეს არის ერთგვარი გაოცება ან შიში, რასაც ადამიანი განიცდის ღვთის წინაშე. ბიბლიურ ხანაში ზოგი ადამიანი ემსახურებოდა ღმერთს, როცა სხვები ეთაყვანებოდნენ ცრუ ღმერთებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებოდნენ. ღმერთს ჩვენ თაყვანს ვცემთ ჩვენი ცხოვრებით, იმით, როგორ ვმოქმედებთ და ვლაპრაკობთ. ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, რაგან გვიყვარს იგი. იხ. 2 თესალონიკელთა  2:4

თვალთმაქცი არის ის, ვინც თავს აჩვენებს კეთილად, როგორიც სინადმვილეში არაა. ასეთი ადამიანი მოქმედებს და ლაპარაკობს სწორად, მაგრამ სინამდვილეში ამას არ გულისხმობს. იხ. 1ტიმოთე 4:2

იგავი მოთხრობაა, რომელიც გვასწავლის განსაკუთრებულ ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ და გვამცნობს, რას მოელის იგი თავისი მიმდევრებისაგან. იესო ბევრ იგავს იყენებდა ხალხის სწავლების დროს. მარკოზის 4:13,34 და 7:17

კანონი, რჯული ღვთის მიერ მოცემული წესების კრებული არის რჯული, რომლის შესრულებასაც ღმერთი ჩვენგან მოელის. ათ მცნებას და ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს ხშირად რჯულს ანუ კანონს უწოდებენ. წაიკით. რომაელთა 2:12-14; 7:12 და 10:14

კაცის ძე იესო თავის თავს მოიხსენიებდა ტიტულით „კაცის ძე“. ეს გვახსენებს, რომ იგი იყო სრული ადამიანი და სრული ღმერთი. იესოს უნდოდა, ხალხს სცოდნოდა, რომ იგი იყო ის მხსნელი, რომელიც ღმერთმა მათ აღუთქვა დიდი ხნის წინ. იხილეთ მათე 8:20; 9:6 და 10:23

კურთხევა, დალოცვა კურთხევა არის ის, რასაც თქვენ იღებთ ღვთისაგან ან ადამიანისგან, რაც გაგრძნობინებთ სიხარულს, შვებასა და ნუგეშს. ღვთის კურთხევით ადამიანები იღებენ ყველაფერ კარგს ყოველდღიურ ცხოვრებაში – სულ ცოტა, საკვებს, წყალს, თავშესაფარს, ტანსაცმელს, მეგობრებსა და ოჯახს. როდესაც დადარდიანებული ხართ, სასარგებლოა, ჩამოთვალოთ  ყველაფერი, რაც ღვთის კურთხევით გაგაჩნიათ. ეს სიტყვა იხ. ლუკა 9:16 და 24:50,51

ლოცვა ღმერთთან საუბარია. ღმერთიც გველაპარაკება ჩვენ ლოცვისადა ბიბლიის საშუალებით. იესო ხშირად საუბრობდა ლოცვით თავის მამასთან (მამა ღმერთთან); უნდოდა, რომ მის მიმდევრებსაც დაემკვიდრებინათ ლოცვის ჩვეულება და ასწავლა ლოცვა მაშინ, როცა მოსთხოვა, ელოცათ. იესოს მიერ ლოცვის სწავლებაზე იხ. მათ. 6:5-13; 5:44; 6:5,6

მადლი ბიბლიაში ეს სიტყვა ხშირად იხმარება ხალხისადმი ღვთის უსასრულო სიყვარულის გამოსახატავად. მადლი არის მოეპყრო ადამიანს უფრო უკეთესად, ვიდრე იმსახურებს. მადლი „დაუმსახურებელი მადლია“ (რომ. 11:5). ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ვიმსახურებთ დასჯას, რადგან ცოდვილები ვართ; მაგრამ ნაცვლად ამისა, ღმერთი ყველა ადამიანს სთავაზობს მიტევებას იმიტომ, რომ იესო ჯვარზე მოკვდა. ყველა მორწმუნეს ღმერთი აგრეთვე ჰპირდება საუკუნო სიცოცხლეს ზეცაში. ჩვენ გადავრჩებით რწმენის მადლით. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას, მაგრამ ღმერთი გვიბოძებს, როცა ვირწმუნებთ მის ძეს, იესოს. შეუძლებელია კარგი საქმეებით მადლის მოპოვება. ეს მხოლოდ ღვთის საჩუქარია. მადლზე საუბარია წერილში რომაელთა მიმართ 11:5-6, 12:6 და 15:15.

მარადისობა, საუკუნო სიცოცხლე სიცოცხლე გრძელდება ფიზიკური სიკდილის შემდეგ და არა აქვს დასასრული. მარადიული სიკვდილი არის ჯოჯოხეთში ყოფნა და დაუსრულებელი დაცილება ღვთისგან, საუკუნო სიცოცლხე კი დაუსრულებელი თანამეგობრობაა ღმერთში, ქრისტეს რწმენით მიღებული ღვთის საჩუქარი. იოან. 3:15,16; 5:24; და 6:40

მართალი იყო მართალი, ნიშნავს იყო კეთილი, სრულყოფილი და უნაკლო. ვინაიდან ყველა ადამიანი ცოდვილია, არავინაა საკუთრივ მართალი. მართლად ღმერთი გვხდის – როდესაც მთელი გულით გვწამს და ვენდობით მას, იგი საჩუქრად გვიბოძებს თავის სიმართლეს. ჩვენ არ შეგვიძლია მისი მოპოვება. ღმერთი გვეხმარება, ვიცხოვროთ მართლად. წაიკითხ. მათე 9:13 და 13:17,43,39

მაცხოვარი, მხსნელი/მესია მხსნელია ის, ვინც გადაარჩენს სხვებს ბოროტების, საფრთხისა და განადგურებისაგან. იესოს უწოდებენ მხსნელს იმიტომ, რომ ის იხსნის ადამიანებს მათი ცოდვებისაგან. მესია არის ებრაული სიტყვა, რაც ნიშნავს „ცხებულს.“ მესია გვამცნობს იმ მხსნელზე, რომლის დაბადების იუწყებოდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები იესოს მოვლინებამდე მრავალი წლით ადრე. იხ. ლუკ. 1:47; 2:11

მეორედ მოსვლა/იესოს დაბრუნება მეორედ მოსვლა არის დაპირება (აღთქმა), რომ იესო ერთხელაც დაბრუნდება მიწაზე. მაშინვე, როგორც კი იესომ დატოვა მიწა, ორმა ანგელოზმა იესოს მოწაფებს უთხრა, რომ იესო დაბრუნდებოდა ისევე, როგორც ამაღლდა. იესოს მიწაზე დაბრუნების შესახებ წაიკით. საქმეებ, 1:11

მემკვიდრეობა ფული, ქონება ან კიდევ სხვა რამ, რაც ნათესაურია ურთიერთობიდან გამომდინარე გადაეცემა შვილს მშობლისგან არის მემკვიდრეობა. საუკუნო სიცოცხლე ღმერთთან ზეცაში და აგრეთვე სხვა ჯიდლოებისარის ის, რასაც ღვთის შვილები იღებენ მემვიდრეობით ნათესაური ურთიერთობის გამო. ეფეს. მიმართ. 1:11,14,18

მიტევება ნიშნავს, გაგიაროს გაბრაზებამ და იმ ადამიანის დასჯის სურვილმა, ვინც ზიანი მოგაყენა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ბიბლიაში, რადგან ყველას სჭირდება ღვთისგან ცოდვების მიტევება. მას შემდეგ, რაც იესო ჯვარზე მოკვდა ადამიანების სასჯელისაგან გასათავისუფლებლად, ღმერთს უნდა, რომ ჩვენ მივუტევოთ ერთმანეთს. ღმერთი არ მოგვიტევებს, თუ ჩვენ უარს ვიტყვით სხვების პატიებაზე. თუ თქვენ არ მიუტევებთ, ღმერთის პასუხი თქვენს ლოცვებზე ვერ მოაღწევს თქვენდამი. იხ. მათ 6:12,15 და 18:21,35

მკრეხელობა,გმობა სიტყვითა და საქმით ღვთისადმი უპატივცემულობის გამოხატვა – ღმერთზე ბოროტად ლაპარაკი, დაცინვა ან ღვთისთვის უსიამოვნო ცხოვრების წესი გმობაა.

მოქცევა არის ერთი რწმენის შეცვლა მეორეთი ანუ შემობრუნება ცხოვრების ერთი გზიდან ღვთის გზისკენ, როცა ვიღებთ იესოს, როგორც მხსნელს და მაცხოვარს. მოქცეული არის ის პიროვნება, რომელმაც აირჩია იესოს რწმენა თავის დასახსნელად და გადასარჩენად. იხ. საქმეებ. 13:43 და 15:3

მოციქული ეს სიტყვა ნიშნავს „ის, ვინც გაგზავნილია.“ ბიბლიაში მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქულები დაგზავნა მის შესახებ ამბის გასავრცელებლად. თვითმხილველები ასწავლიდნენ ხალხს იესოსა და საუკუნო სასუფევლის შესახებ და ეხმარებოდნენ, დაეარსებინათ ეკლესიები სხვადასხვა ადგილას, როგორიცაა კორინთო და ფილიპეა. მას შემდეგ, რაც იესო დაბრუნდა ზეცაში, მოწაფეები, რომლებიც მან აირჩა, ცნობილი გახდნენ, როგორც მოციქულები. პავლე, რომელიც იესოს შეხვდა დამასკოს გზაზე, აგრეთვე გახდა მოციქული. წაიკით. საქმეებ. 1:2; 4:33; 8:1; 15:23;

მსახურება მსახური არის ის, ვინც ემსახურება ღმერთს და სხვებს. სასულიერო პირებს უწოდებენ მსახურს, მაგრამ სასულიერო პირის ან ნებისმიერი სხვა ქრისტიანის მსახურება არის ღვთის სასუფევლის შენება. მიწიერი ცხოვრების დროს იესო კურნავდა ავადმყოფებს, ქადაგებდა ღვთის სასუფევლის შესახებ და აკეთებდა სხვა გასაოცარ რამეებს, რასაც სასწაულებს უწოდებენ. ეს არის მომსახურება ან მსახურება. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, მიებაძათ მისი მაგალითისთვის. ღმერთს უნდა, რომ ჩვენ ვემსახუროთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს და მივცეთ საშუალება ღმერთს, გამოგვიყენოს ჩვენ სხვების დასახმარებლად. წაიკითხ. მე-2 კორ. 6:3,4

მსჯავრდადების დღე მსჯავრის დადება ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა არის სწორი ან არასწორი, არის თუ არა ადამიანი დამნაშავე არასწორ მოქმედებაში. ეს აგრეთვე ნიშნავს დანაშუალისათვის სასჯელის გამოტანას. განკითხვის დღეს ქრისტე კვლავ მოვა მსოფლიოს გასასამართებლად. განკითხვის ჟამს გამართლდებით ან განიკიცხებით, მარად იცოცხლებთ ღმერთთან ან სამუდამოდ დაშორდებით მას. აქედან გამომდიანრე, ასეთ შანსი თქვენ მეტად აღარ გექნებათ. ღვთისგან უარყოფის შედეგები მარადიულად გრძელდება. განკითხვის დღის შესახებ იხ. 1-ლი კორ. 3:13 და სიტყვა მსჯავრი 11:34,

მსხვერპლი, მსხვერპლშეწირვა ყველაფერი, რაც გაიცემა – ფული, დრო, საკუთარი თავი – და მიეძღვნება ღმერთს, არის მსხვერპლი. ძველი აღთქმის დროში ცოდვებისათვის ღმერთს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, მარცვლეულობას და სხვას. იესომ თავისი სიცოცლხე შესწირა მსხვერპლად თავისი ხალხის ცოდვების გამოსასყიდად. იესოს მსხვერპლი მარადიულია და არასდროს აღარ იქნება საჭირო მისი განმეორება. წაიკითხ. ფილიპ. 4:18

მღვდელმთავარი „ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის.“ (ებრ. 5:1) „მან კი [ჩვენმა მღვდელმთავარმა, იესომ] ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ“ (ებრ. 10:12). წაიკითხ.ებრაელთა 4:14,15; 7:26; 8:1,3 და 9:7

მხიარულობა, გახარება ნიშნავს დიდი სიხარულისა და სიამოვნების გამოხატვას. სიხარულის გამოხატვა მრავალნაირად შეიძლება. ქრისტაინები მხიარულებას გამოხატავენ, როცა ღმერთს ადიდებენ გალობით. ქრისტიანები მხიარულობენ ვინმეს გახარებითაც. უდიდესი სიხარული შეიძლება გამოსცადოთ, როდესაც ვინმეს მიუძღვებით იესოს რწმენისაკენ, რადგან თქვენ მარადისობის მოპოვებაში ეხმარებით. წაიკითხ. ფილ. 2:17-18 და 4:4

ნათლისღება, ნათლობა წყლის გადავლების განსაკუთრებული რიტუალი, რომლითაც პიროვნება აცხადებს თავის გადაწყვეტილებას, რომ ამიერიდან ღმერთს ეკუთვნის, არის ნათლობა. ადამიანი შეილება მოინათლოს მდინარეში, ტბაში ან აუზში. ნათლისღება იესოს რწმენის საჯარო განცხადებაა. ნათლობით თქვენ კვდებით ძველ ცხოვრებაში და აღსდგებით ახალ ცხოვრებაში იესოსთან, რომელიც მან მოგცათ. იესო მონათლა იოანე ნათლისმცემელმა.

რელიგია არის რწმენათა კრებული ღმერთის შესახებ. მსოფლიოში არის რელიგიები, მაგრამ მხოლოდ ერთ რელიგიაა ჭეშმარიტი – ქრისტიანობა, რადგან იგი მიჰყვება ბიბლიას და ასწავლის, რომ იესო არის მხსნელი ქვეყნისა. ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომელშიც ღმერთი გვეძებს ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვეძებოთ იგი. გალატ. 1:12

რწმენა არის ნდობა იმისა, რომ ახდება ის, რისი იმედიც გვაქვს. რწმენით ჩვენ უხილავის გჯვერა. რწმენა დამოკიდებულია ღმერთის შესაძლებლობებზე და არა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. აქედან გამომდიანრე, რწმენით შეუძლებელიც შესაძლებელია. როცა მოწაფეობისას პეტრემ წყალზე გაიარა, მან იესოს უთხრა: შენი სიტყვით დავდივარ წყალზე. ღმერთი და მისი სიტყვა გატარებთ თქვენ და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ებრ. 11:1

სიბრძნე არის კარგი გონება და უნარი, გააკეთო სწორი არჩევანი და მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. ბრძნული გადაწყვეტილება დაფუძნებულია დაგროვილ ცოდნასა და გაგების უნარზე. ღმერთი არის ყოველი სიბრძნის წყარო. ჩვენ შეგვიძლია, ვთხოვოთ ღმერთს გვიხელმძღვანელოს გადაწყვეტილების მიღებაში, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს ღვთიურ სიბრძნეზე. სიტყვა სიბრძნე მოიძიეთ იაკობის წერილში 1:5; 3:13,15,17

სინანული, მონანიება ცოდვისთვის ზურგის შექცევა და ღვთისკენ მობრუნება არის სინანული. ეს პასუხია პასუხი ღვთისგან ბოძებული საჩუქრისათვის. ის, ვინც ინანიებს, დანაღვლაინებულია ცოდევბის გამო და სთხოვს ღმერთს მიტევებას. ასეთი პიროვნება იღებს ღვთის მიტევებას და ცდილობს, აღარ გაიმეოროს არასწორი მოქმდედებები, შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და ფიქრები. ყოველ ჩვენგანს სჭირდება არასწორი საქციელის მონანიება. გადახედეთ მე-2 კორინთ 7:8-10 და 12:21

სინდისი არის ის, რაც ადამიანს კარნახობს, რა არის სწორი და არასწორი. ეს არის დანაშაული შეგრძნების ღვთით ბოძებული ნიჭი, როცა რამეს არასწორად ჩავიდენთ. სუფთა სინდისი გვიჩვენებს ჩვენს მიერ ჩადენილ საქციელის სამართლიანობას. სინდისის შესახებ წაიკითხ. 1 ტიმოთ. 1:5,19; 3:9 და 2 ტიმ. 1:3

სიყვარული მრავალგვარი სიყვარული არსებობს. ერთ-ერთი არის ღვთის სიყვარული ჩვენდამი. მას ჰქვია უპირობო სიყვარული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მისი მოპოვება. ღმერთს უმიზეზოდ, ჩვენი საქმეებისაგან დამოუკიდებლად ვუყვარვართ. არის კიდევ სხვა – მეგობრული სიყვარული. არის სიყვარული ბავშვსა და მშობელს შორის ან დასა და ძმას შორის და ა.შ. ღვთიური სიყვარულის შესახებ წაიკითხეთ 1 იოან. 3;  1 კორ. 13

სულიწმინდა ღმერთი ერთია, მაგრამ იგი სამსახოვანია. ღმერთი სულიწმიდა, მამა ღმერთი და ღმერთი ძე [იესო]. იესომ აღუთქვა თავის მიმდევრებს სულიწმიდის გამოგზავნა, რომელიც მათთან იქნებოდა. სულიწმიდის ძალით ადამიანები იწამებენ ქრისტეს მხსნელად (მაცხოვრად). სულიწმიდა ცხოვრობს და იღწვის მორწმუნეებში, ეხმარება მათ სწორად მოქმედებაში. იხ. იოან. 1:33; 14:26 და 20:22

უმწიკვლო იგივეა, რაც უმანკო ანუ არადამნაშავე. უმწიკვლო ადამიანს არ შეიძლება დაბრალდეს უსამართლო ან არასწორი საქმის ჩადენა. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ქრისტიანები ცდილობენ, გააკეთონ ღვთისთვის სასიამოვნო საქმეები და ამიტომ მათ არ შეიძლება დაბრალდეთ უსამართლობა. იხ. ტიტეს 1:6-7

უწმიდური არის სუფთას საპირისპირო ცნება და ნიშნავს არაწმიდას ან უსუფთაოს. ძველ აღთქმაში არის ბევრი წესის საკვების შესახებ, რომელიც მაშინ სუფთად ან არასუფთად მიიჩნევდნენ. თუ ადამიანი არ ემორჩილებოდა წესებს, რა ეჭამა ან რას მიჰკარებოდა, მას უწმიდურს უწოდებდნენ. უწმიდურ ადამიანს არ შეეძლო ტაძარში ღვთისმსახურება. რადგან ისრაელიანები ღვთის რჩეულნი იყვნენ, ისინი წარმართებს – არაებრაელებს – უწმიდურებად თვლიდნენ, რადგან მათ არ ესმოდათ ღვთის კანონები და ღვთიური გზა. იესოს ზეცაში დაბრუნების შემდეგ ისრაელიანებმა ყველას გააცნეს მაცხოვრის მოსვლის სასიხარულო ამბავი; წარმართებსაც აღარ უწოდებდნენ უწმიდურებს, რადგან ახლა უკვე ნებისმიერისათვის გახდა შესაძლებელი იესოს რწმენით განწმედა ცოდვებისაგან. წაიკითხ. საქმეებ. 10:14,28 და 11:8

უწმიდურება როცა რაღაცა შეიცავს ცუდ ან უცნაურ ნივთიერებას, მასზე იტყვიან, უწმიდურიაო. როცა ადამიანს უწოდებენ უწმიდურს, ეს ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა ცუდი რამ ან შესცოდა. და მისი ცხოვრება აღარაა სუფთა. ფილიპ. 4:19; 5:3

ფილოსოფია ახალი აღთქმის ბევრი ავტორი აფრთხილებდა მკითხველებს, მორიდებოდნენ ისეთ ფილოსოფიურ სწავლებებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ბიბლიურ სწავლებებს. კოლოს. 2:8

ქვაკუთხედი სსხვაგვარად კი კუთხის ქვაა. ესაა შენობის კუთხეში მოთავსებული ფართო ქვა, რომელიც ორ კედელს ერთმანეთთან აერთებს. ამ მნიშვნელოვანი ქვის გარეშე შენობა ვერ იქნება მკვიდრი და შეიძლება დაიშალოს კიდეც. იესოს ზოგჯერ უწოდებენ ქვაკუთხედს, რადგან ის მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენისათვის. 1პეტრ.2:6,7

ქრისტეს სხეული/ეკლესია ქრისტიანულ ეკლესიას სხაგვარად ქრისტეს სხეული ეწოდება. ყველა მორწმუნე ქრისტესთან ერთად ამ სხეულის ნაწილია, ქრისტე კი
არის თავი ეკლესიისა. ისევე, როგორც ადამიანის სხეულის ნაწილები მოქმედებენ თანხმობით, ასევე ყველა მორწმუნე ერთად იღწვის და ერთად აღასრულებს ღვთისმახურებას ეკლესიაში. მორწმუნეთა ეკლესიად შეკრება ნიშნავს, რომ ეს არის ადგილი ღვთისმსახურებისა და სიხარულისთვის. ქრისტეს სხეულზე მსჯელობას ნახავთ 1 წერილში კორინთელთა მიმართ 11:29; 12:12-13,27

ღვთისმოსავი არის ის, ვინც გამოხატავს ღრმა პატავისცემას ღვთისადმი. თუმცა მაშინ, როცა ზოგიერთი ღვთისმოსავი თითქოს თაყვანს სცემს ღმერთს, სინამდვილეში არ სწამს და მხოლოდ მორწმუნესავით იქცევა. ზოგჯერ ღვთისმოსავი ადამიანები ცდილობენ, დაუდგინონ სხვადასხვა წესები და წესდება სხვებს, როგორ იცხოვრონ და თაყვანი სცენ ღმერთს. მაგრამ ღმერთს არ სურს ეს. წაიკითხეთ ზოგიერთი ღვთისმოსავის შესახებ. კოლ. 2:18,23

ღვთისმოსაობა ნიშნავს იყო ღვთის მსგავსი. სულ ცოტა, იყო მოყვარული, მართალი, მზრუნველი და მხიარული. სულიწმიდა მუშაობს ჩვენში და გვეხმარება, გავხდეთ უფრო და უფრო მეტად ღვთისმოსავი .წაიკითხ. 1ტიმ, 6:5-6, 11; და 2ტიმ. 3:5

ღვთის კრავი იესოს ზედწოდება ღვთის კრავი. ძველი აღთქმის დრო ადამიანები ბატკანს სწირავდნენ მსხვერპლად თავისი უსამართო საქმეების საზღაურად. იესოს ეწოდებოდა ღვთის კრავი, რადგან იგი მოკვდა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. ნახეთ იოანეს 1:29,36

ღვთის სასუფეველი ცათა სასუფეველის მეორე წოდებაა. ორივე სახელწოდება ნიშნავს ნებისმიერ ადგილს, სადაც ღმერთია მმართველი – მთელი დედამიწა და ყოველი და ყველაფერი მიწაზე, რადგან ღმერთი ჩვენში მართავს, როცა გვწამს მისი და ჩვვნ ვხვდევით შემადგენელი ნაწილი მისი სამეფოსი. იოანე ნათლისმცემელიცა და იესოც ქადაგებდნენ, რომ „ღვთის სასუფეველი ახლოსაა“, რადგან იესო მოვიდა ადამინთა გულებში. ღვთის სასუფეველი აგრეთვე აღნიშნავს მომავალს, როცა იესო იქნება ყოველივეს მმართველი და ყველაფერი მის ხელში იქნება. იხილ. მარკოზის 4:11,26,30 და 10:14-15, 23-24

შერიგება ნიშნავს მშვიდობის დამყარებას მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ ორ ადამიანს შორის. შერიგების დროს ორი მხარე ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას და არეგულირებს მათ შორის არსებულ განსხვავებებს. იესო მოვიდა ცოდვილების შესარიგებლად ღმერთთან, თავისი სიკვდილით დაამყარა მშვიდობა ცოდვილებსა და ღმერთს შორის. ეს სიტყვა იხ. კოლოს. 1:20

ცოდვა ადამიანის ის ფიქრები, სიტყვები და საქმეებია, რაც ღმერთს არ მოსწონს. პირველად ადამმა და ევამ შესცოდეს ედემის ბაღში, როცა შეჭამეს აკრძალული ხილი. ყველა ადამიანი ცოდვილია, რადგან ღმერთი წმიდაა, ცოდვა აშორებს ადამინებს ღვთისაგან. ქრისტიანებიც სცოდავენ, მაგრამ მიეტევებათ, რადგან მოინანიებენ და ითხოვენ პატიებას. იესომ ჯვარზე სიკვდილით გადაიხადა დასჯის საფასური. წ. მათეს  6:14-15; 12:31 და 18:6-9

ცხება, ცხებული ცხება არის ზეთის დაღვრა რამეზე ან დასხმა ვინმეზე, თუმცა აქვს აგრეთვე განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობაც: ცხებული არის პიროვნება, ვისაც მიცემული აქვს ძალაუფლება, იცხოვროს ღვთისთვის და ემსახუროს მას. ამას გვიჩვენებს იესოს ცხოვრება „თქვენ იცით – როგორც სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.“ (საქმ. 10:38)  ლუკას 4:18

წმიდა, სიწმიდე იყო წმიდა, ნიშნავს იყო გადაცემული ღვთისათვის, რათა მან გამოგიყენოს. ბიბლიურ ხანაში ტაძარი და ტაძარში გამოსაყენებელი საგნები წმიდად ითვლებოდა. მხოლოდ მღვდელმსახურებს შეეძლოთ მათი შეხება. შაბათს, დასვენების დღეს, წმინდად მიიჩნევდნენ. სიწმიდე არის ღმერთის თვისება. როცა ვამბობთ, რომ ღმერთი არის წმიდა, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ღმერთს ცოდვა ვერც კი მიუახლოვდება. ღმერთი სრულყოფილია და არ შეუძლია ცოდვის ჩადენა. როცა ადამიანს სწამს იესო და თავის რწმენას უძღვნის მას, სულიწმიდა გადასცემს ამ ადამიანს ღმერთს, რომ გამოიყენოს იგი. წ. რომაელ. 6:22 და 7:12

წინასწარმეტყველება
არის ღვთის უწყება. ზოგჯერ წინასწარმეტყველება გვეუბნება, რა მოხდება, ხოლო ზოგჯერ გვამცნობს, რას ფიქრობს ღმერთი იმაზე, რაც წარსულში ხდებოდა. წინასწარმეტყველი არის ღვთის რჩეული ადამიანი, რომელიც გადმოგვცემს წინასწარმეტყველებას. იხ. გამოცხადება 1:3; 19:10

წყევლა დაწყევლილი ცხოვრება ნიშნავს იყო განკითხული, შერისხული, დამნაშავედ შერიცხული ან გულგატეხილი. დაწყვევლილი არის კურთხეულის საპირისპირო მდგომარეობა. მოიძეთ ეს სიტყვა გალატელთა მიმართ. 3:10,13

ხელახლა დაბადება ნიშნავს გაქრისტიანებას ანუ ქრისტსს მორწმუნედ გახდომას. ეს ნიშნავს რწმენას, რომ ქრისტე მოკვდა თქვენს მიერ ჩადენილი ცუდი საქმეებისათვის და თქვენი ცოდვებისათვის. თქვენ გწამთ, რომ მან ცოდვის ძალაუფლება მოგაშორათ, რადგან გადაიხადა თქვენი ცოდვის საზღაური და მოგანიჭათ საუკუნო სიცოცხლე. ეს არის აგრეთვე მოერედ შობის საკითხი, რაზეც იესო ნიკოდემოსთან მსჯელობდა. ხელახლა შობა არის დასაწყისი ღვთის ოჯახში ცხოვრებისა, რაც ხდება მაშინვე, როგორც კი ადამიანი იესოს ირწმუნებს მხსნელად. სულიწმიდა შინაგანად განაახლებს ადამიანს. ღვთის ცხოვრება ახლა თქვენშია. ხელახლა დაბადების შესახებ წაიკითხეთ. იოანე 3:3-8

ხელშეკრულება,აღთქმა ერთგულების შეთანხმება ორ ან მეტ ადამიანს შორის. ორივე მხარე ადასტურებს, რომ დაიცას შეთანხმების პირობებს. ხელშეკრულება ღმერთთან არის განსაკუთრებული დაპირება, ანუ აღთქმა რომელიც ღმერთმა მოგვცა ბიბლიაში. წ. ებრაელ. 8:6,8; 9:15 და 12:24

1 thoughts on “ბიბლიის ლექსიკონი

კომენტარი